Skillwill Logo

სტუდენტის პორტალი

ნეო უნივერსიტეტში რეგისტრაციის და ვებ. გვერდით სარგებლობის წესები დაპირობები

  • 1.1. კომპანია წარმოადგენს ნეო უნივერსიტეტს, რომელიც მისი სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს პროგრამირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სწავლებას ონლაინ სწავლებას, თანამედროვე მეთოდებით და ინოვაციური სისტემით.

    1.2. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც ადგენს და არეგულირებს კომპანიის ვებ-გვერდითა სარგებლობის წესებსა და პირობებს.

    1.3. წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით თანხმობის გამოხატვა ან/და ვებ. გვერდზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, მათ შორის, კომპანიის პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის რეგისტრაცია ან/და კომპანიის პლატფორმის საშუალებით მომსამხურების მიღება, მიიჩნევა და უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

    1.4. კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება სტუდენტსა და კომპანის შორის დადებულად მიიჩნევა თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხობის გამოხატვით.

    1.5. წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით სტუდენტი ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ წესები და პირობები და კისრულობთ ამ წესებითა პირობებით განსაზღვრული პირობების შესრულებასაა და დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა შეწყვიტოს კომპანიის პლატფორმით ან მისი პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა.

    1.6. კომპანიის პლატფორმაზე წვდომის, სარგებლობისას ან/და კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების შეძენისას იმოქმედებს კომპანიის პლატფორმაზე შეძენის დროისათვის განთავსებული წესებისა და პირობების ვერსია. წესებისა და პირობების მოქმედი ვერსია ხელმისაწვდომია
    კომპანიის პლატფორმაზე.

    1.7. კომპანის აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე კომპანიის პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი მხრიდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.

    1.8. წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომპანიის პლატფორმით სარგებლობის გაგრძელებით, რაც მათ შორის გამოიხატება კომპანიის პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, კომპანიის პლატფორმის მომსახურებებით სარგებლობით, ან/და კომპანიის პლატფორმის
    საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღებით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს. 

    1.9. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელსაც თქვენ მიერ კომპანიის პლატფორმის სარგებლობისას თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს კომპანიის პლატფორმა რეგულირდება შემდეგ ბმულზე: მონაცემთა დაცვის პირობები და წარმოადგენს კომპანიის პლატფორმის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. კომპანიის პლატფორმის წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით
    სტუდენტი ამავდროულად ეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.

    1.10. თუ კომპანიის პლატფორმაზე წესები და პირობები ქართული ენის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, სხვა ენაზე წარმოდგენილი წესებისა და პირობების ტექსტებს შორის შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წესებისა და პირობების ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტს.

    1.11. წესებსა და პირობებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები ან/და სიტყვები უნდა იყოს აღქმული მრავლობით რი ცხვშიც (და პირიქით), თუ თავად წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.

    1.12. მამრობითი სქესის ნაცვალსახელები გულისხმობს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებსაც და პირიქით (წინამდებარე წესებისა და პირობების იმ ენაზე შესრულებული თარგმანის შემთხვევში, რომელშიც გამოიყენება სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები).

    1.13. ინტერნეტკავშირის მქონე ნებისმიერი პირისათვის კომპანიის პლატფორმაზე წვდომა უფასოა.

    1.14. კომპანიის პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის დასაშვებია მხოლოდ პირადი და კონონიერი მიზნებით. სტუდენტის ან/და სხვა პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული მიზნით კომპანიის პლატფორმით სარგებლობა ან/და გამოყენება აკრძალულია.

    1.15. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის პლატფორმა ან მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის კონტენტი, ასევე, კომპანიის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი სტუდენტისათვის და ადგილი არ ექნება რაიმე სახის შეფერხებას, შეზღუდვას ან ნაკლს.

    1.16. კომპანის არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თუ კომპანიის პლატფორმა, მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის კონტენტი, ასევე, კომპანიის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება ნებისმიერი შესაძლო
    მიზეზით, ნებისმიერ დროს ან ნებისმიერი ვადით გახდება მიუწვდომელი.
     
    1.17. კომპანია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი თანხმობის გარეშე, შეაჩეროს, გააუქმოს, შეწყვიტოს ან/და შეცვალოს კომპანიის პლატფორმა ან მისი ნებისმიერი ნაწილი, კომპანიის პლატფორმის ნებისმიერი ფუნქცია, კომპანიის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენის ან სარგებლობის წესები და პირობები.

    1.18. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს კომპანიის პლატფორმაზე წვდომა, მათ შორის, ნებისმირ დროს შეზღუდოს მომსახურების მიწოდება, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრირებული სტუდენტის ანგარიში, თუ პირი არღვევს საქართველოს მოქმედ
    კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.
     
    1.19. კომპანია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გააკონტროლოს ან შეამოწმოს კომპანიისაგან განსახვავებული სხვა ნებისმიერი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ან კომპანიის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან
    სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსი.

  • 2.1. წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

    2.1.1. „კომპანია“ ან „ჩვენ“ - წესებსა და პირობების მიზნებისათვის წარმოადგენს შემდეგ პირს: შპს სქილვილ, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 406258730,
    მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N13თ, საოფისე ფართი N9.;

    2.1.2. „სტუდენტი“ ან „თქვენ“ - ნიშნავს ნებისმიერი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც კომპანიის პლატფორმის გამოყენებით პროდუქტის/მომსახურების მისაღებად აკმაყოფილებს წესებითა და პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იღებს და ეთანხმება წესებსა და პირობებს;

    2.1.3. „კომპანიის პლატფორმა“ - კომპანიის საკუთრებაში ან მისი კანონიერი მფლობელობაში არსებული ინტერნეტ ვებ-გვერდი/ები, პროგრამა/ები, მობილური აპლიკაცია/ები, ინტერფეისი/ები და სხვა ციფრული პლატფორმები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: www.skillwill.ge

    და რომელიც გამოიყენება, როგორც წვდომის საშუალება კომპანიის პროდუქტებზე/მომსახურებებზე;

    2.1.4. „პროდუქტი/მომსახურება“ - კომპანიის პლატფორმის საშუალებით კომპანია თავის სტუდენტებს სთავაზობს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს პროგრამირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულებით, ასევე, კომპანიის პლატფორმაზე არსებული მასალებით სარგებლობას, სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატის/დიპლომის/დოკუმენტის მიღებას; 

    2.1.5. „ანგარიში“ - კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირებული სტუდენტის პერსონალური გვერდი, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი ახდენს კომპანიის პლატფორმის გამოყენებას, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღებას/შეძენას;

    2.1.6. „პერსონალური მონაცემები“ - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სტუდენტის იდენტიფიცირებასთან;

    2.1.7. „სატყობინებო არხი“ - ნებისმიერი სახის ინტერფეისი (მათ შორის, ფორმა, ველი, ღილაკი და სხვა), რომლის საშუალებითაც ხდება კომპანიის პლატფორმაზე ან კომპანიის პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის მიღება/გაგზავნა/გაცვლა;

    2.1.8. „ინტერნეტკავშირი“ - ინტერნეტკავშირის სერვისის წვდომის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, ისარგებლოს კომპანიის პლატფორმით;
     
    2.1.9. „განმარტება“ - წესებსა და პირობებში წარმოდგენილი ნებისმიერი განმარტება, რომელიც აძლევს განმარტებულ ტერმინს მასში მითითებული მნიშვნელობით;

    2.1.10. „განმარტების გაუქმება“ - წესებსა და პირობებში წარმოდგენილი ნებისმიერი განმარტების გაუქმება, რომელიც იძლევა ასეთ განმარტებას; 

    2.1.11. „განმარტების რეზერვი“ - წესებსა და პირობებში წარმოდგენილი ნებისმიერი განმარტების რეზერვი, რომელიც იძლევა ასეთ განმარტებას;

    2.1.12. „სტუდენტური ანგარიში“ - კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირებული სტუდენტის პერსონალური ანგარიში, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი ახდენს კომპანიის პლატფორმის გამოყენებას, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღებას/შეძენას;

    2.1.13. „რეგისტრაციის მონაცემები“ - კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს საჭირო პირადი მონაცემები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს (მაგ., სტუდენტის სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა);

    2.1.14. „პლატფორმის წვდომა“ - კომპანიის პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღება/შეძენა;

    2.1.15. „პლატფორმის შესვლა“ - კომპანიის პლატფორმაზე შესვლა და სარგებლობა, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების მიღება/შეძენა;

    2.1.16. „პლატფორმის წვდომის ან გასვლის პოლიტიკა“ - კომპანიის პლატფორმაზე წვდომის და გასვლის პოლიტიკა, რომელიც განისაზღვრება კომპანიის პლატფორმაზე.

  • 3.1. სტუდენტი იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს:

    3.1.1. სარგებლობს კომპანიის პლატფორმით და მასზე განთავსებული პროდუქტით/მომსახურებით, მათ შორის, ახორციელებს გადახდების განთავსებას ან/და მომსახურების მიღებას მხოლოდ საკუთარი ნებით, მისი თავისუფალი არჩევნისა და გააზრებული რისკის საფუძველზე, კომპანიის და სხვა მესამე პირთა იძულებისა და ზეწოლის გარეშე;

    3.1.2. გააჩნია სრული ან შეზღუდული ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან სხვა მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წესებისა და პირობების შინაარს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებსა და პასუხისმგებლობას;

    3.1.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის, დადოს კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება და დისტანციური ხელშეკრულება;

    3.1.4. კომპანიისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია არის უტყუარი, მართლზომიერი, ზუსტი, აქტუალური, ვალიდური და სრული. აუცილებლობის შესაბამისად, სტუდენტი დრო და დრო მოახდენს მის განახლებას;

    3.1.5. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის არამართლზომიერ საქმიანობა);

    3.2. სტუდენტის მხრიდან ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული გარანტიებისა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმების, მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის ან კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმებით, მათ შორის, ნასყიდობის ან/და მომსახურების ხელშეკრულებით კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისათვის (შეჩერებისათვის).

  • 4.1. სტუდენტები, კომპანიის მომსახურების მიღებისას თანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ, დააექსპორტებენ, ჩაიწერენ ან რაიმე სახით შექმნიან კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ასლს კომპანიის თანხმობის გარეშე ნებისმიერი მიზნით, მათ შორის კომერციული გამოყენებისათვის.

    4.2. სტუდენტი იაზრებს და თანხმდება, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე და პლატფორმაზე განთავსებული მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და მასზე წვდომა არ უნდა განიმარტოს, როგორც რაიმე სახის საავტორო ან/და ეკონომიკური უფლებების გადაცემად აღნიშნულ მუხლში მითითებულ მასალაზე.

    4.3. მომსახურების ფარგლებში გაზიარებულ მასალაზე საავტორო უფლებები გააჩნია კომპანიას. ნებისმიერი ვიზუალური ინტერფეისი, გრაფიკა, დიზაინი, კომპილაცია, ინფორმაცია, კომპიუტერული კოდი (მათ შორის, საწყისი კოდი ან/და ობიექტის კოდი), პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, შინაარსი, საგანმანათლებლო ვიდოები და სავარჯიშოები და მომსახურების ყველა სხვა ელემენტი (“მომსახურების მასალები”) დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობითა და კონვენციებით.

  • 5.1. არასრულწლოვანი, რომელიც სარგებლობს ჩვენი პლატფორმით და წარმოადგენს შვიდიდან თვრამეტ წლამდე პირს, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სტუდენტს.

    5.2. შეზღუდული ქმედუნარიანი სტუდენტი არ არის უფლებამოსილი პლატფორმაზე ანგარიში შექმნას ან/და მიიღოს კომპანიის მომსახურება მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. თუ თქვენ წარმოადგენთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს, კომპანიის პლატფორმაზე წვდომით ადასტურებთ, რომ თქვენს მშობელს ან/და მეურვეს აქვს გამოხატული თანხმობა აღნიშნულთან დაკავშირებით და კომპანია იხსნის ყველა და ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს თქვენი შეზღუდული ქმედუნარიანობის მდგომარეობიდან.

    5.3. შეზღუდულ ქმედუნარიან სტუდენტს, რომელიც კომპანიის პლატფორმაზე დარეგისტრირდა ან/და კომპანიის მომსახურება მიიღო მშობლის ან/და მეურვის თანხმობის გარეშე, მშობელმა ან/და მეურვემ დაუყოვნებლივ უნდა გაუუქმოს ანგარიში.

  • 6.1. კომპანიის პლატფორმაზე წვდომისას, კომპანიის პლატფორმით სარგებლობის ან/და კომპანიის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენისას სტუდენტი ვალდებულია:

    6.1.1. დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;

    6.1.2. დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნები ჯეროვნად და კეთილსინდიერად;

    6.1.3. არ ხელყოს, შეზღუდავს ან/და შეაფერხებს სხვა პირის მიერ კომპანიის პლატფორმით სარგებლობას/მის გამოყენებას;

    6.1.4. მიზანმიმართულად არ გადასცეს, არ გადაგზავნოს ან/და არ ატვირთოს კომპანიის პლატფორმაზე ნებისმიერ მონაცემი/მასალას, რომელიც შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს ან ნებისმიერ სხვა საზიანო პროგრამას, კოდს ან/და მონაცემს კომპანიზე, მესამე პირებზე, კომპიუტერულ პროგრამებსა და მოწყობილობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით; 

    6.1.5. კომპანიის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ გაავრცელოს ნებისმიერი რეკლამა ან წამახალისებელ ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი ელექტრონული გზავნილი (სპამი), რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან/და ზიანს აყენებს კომპანის ან მესამე პირებს;

    6.1.6. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს კომპანიის პლატფორმის, მისი კონტენტის და ნებისმიერი ფორმით გამოხატული შემადგენელი ნაწილების, ელემენტების, ინფორმაციის, მათ შორის, კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირებას, რეპროდუქციას, კადრირებას, გამოქვეყნებას, ჩამოტვირთვას, ბეჭდვას, განთავსებას, მაუწყებლით გადაცემას, ჩაწერას, გადაცემას, გასაჯაროებას, გავრცელებას, ბმულით დაკავშირებას, ჰიპერბმულით (deep link) დაკავშირებას,
    დისტრიბუციას ან სარგებლობას ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, პირდაპირ ან ირიბად, კომერციული ან/და არაპირადი მიზნებისათვის ნებისმიერი სახით;

    6.1.7. კომპანიის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ განხორცელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კომპანიის ან სხვა მესამე პირთა საავტორო უფლებებს, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საფირმო სახელწოდებას, ინტელექტუალური საკუთრების, საკუთრების ან სხვა უფლებებს;

    6.1.8. საჯაროდ, პირდაპირი ან ირიბი გზით, კომპანიის პლატფორმაზე ან მის ნებისმიერ ნაწილში (არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, კომენტარებში, ფორუმში, საკომუნიკაციო მარშრუტებში და სხვა) არ გამოაქვეყნოს, არ გამოიყენოს და/ან არ გაავრცელოს კომპანიის ან სხვა პირის (ფიზიკური თუ იურიდიული) ცილისმწამებლური, უწმაწური, მუქარის შემცველი, კანონსაწინააღმდეგო ან ნებისმიერი ფორმით ამორალური შინაარსის ინფორმაცია ან მასალა;

    6.1.9. პლატფორმით სარგებლობის დროს არ მოახდინოს კომპანიის შესახებ უკანონო, ზიანის მომტანი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება;

  • 7.1. კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით: კომპანიის პლატფორმის რეგისტრაციის გვერდზე სტუდენტი უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და მობილური ტელეფონის ნომერს და პაროლს. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისათვის საჭიროა კომპანიის პლატფორმაზე მითითებული სტუდენტის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიცირებას, რაც გულისხმობს სტუდენტის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის სისწორისა და ნამდვილობის შემოწმებას სტუდენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ბმულის/კოდის საშუალებით. სტუდენტის ელექტრონული
    ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტი ხდება კომპანიის პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელი.

    7.2. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს კომპანიის პლატფორმაზე სტუდენტის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემები.

    7.3. კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის/ავტორიზაციისათვის წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული სტუდენტის მონაცემების მიუხედავად, სავალდებულო იქნება ყველა იმ მონაცემის მითითება და იმ პირობის შესრულება, რაც რეგისტრაციის/ავტორიზაციის მომენტში ასეთად არის მითითებული უშუალოდ კომპანიის პლატფორმაზე.

    7.4. კომპანიის პლატფორმაზე ავტორიზაციის და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტუდენტის მიერ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლი ინახება დაშიფრულად და მხოლოდ სტუდენტისთვის არის ცნობილი.

    7.5. სტუდენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემი იყოს უტყუარი, ზუსტი და სრული.

    7.6. სტუდენტი იძლევა გარანტიას, რომ კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები და ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს.

    7.7. სტუდენტს ნებისმიერ დროს შესუძლია განაახლოს ან ცვლილება შეიტანოს კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებში მის ანგარიშზე წვდომის გზით. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების
    შეგროვება, დამუშავება და შენახვა.

    7.8. კომპანია ურჩევს ყველა სტუდენტს გამოიჩინონ სათანდო სიფრთხილე და არ გაანდონ სხვა მესამე პირებს საკუთარი ანგარიშის პაროლი. ნებისმიერ შემთხვევაში, სტუდენტი თავად არის პასუხისმგებელი მისი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალობის დაცვაზე და ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ
    ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ნებისმიერ პირს სტუდენტის მიერ მისი ანგარიშის პაროლის გახმაურების საფუძველზე. თუ სტუდენტი ფლობს ინფორმაციას ან გაუჩნდა ეჭვი, რომ საფრთხე შექმნა ან შესაძლოა საფრთხე შეექმნას მისი ან სხვა სტუდენტის ანგარიშის ან ანგარიშის პაროლის უსაფრთხოებას ან ხორციელდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ კომპანიას.

    7.9. რეგისტრირებული სტუდენტის მიერ კომპანიის პლატფორმაზე ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების აღდგენა ხორციელდება კომპანიის პლატფორმაზე დაცული სტუდენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე მონაცემთა აღდგენისათვის საჭირო გაგზავნილი ინფორმაციის საშუალებით ან კომპანიისათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხებზე დაკავშირების გზით. 

    7.10. კომპანიის პლატფორმა ახორციელებს სტუდენტის იდენტიფიცირებას უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით, კერძოდ, ელ.ფოსტის, პაროლის ან/და მობილური ტელეფონის ნომრით.

  • 8.1. წინამდებარე დებულებები და პირობები არეგულირებს კომპანიის პლატფორმაზე პროდუქტების შეძენის მიზნით კომპანიის, როგორც კონტრაქტორს და სტუდენტს როგორც მყიდველს ან/და მომსახურების მიმღებს შორის დისტანციურ ფორმით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებული ხელშეკრულების პირობებსა და დისტანციური ხელშეკრულების დადებას.

    8.2. კომპანიის პლატფორმაზე კომპანიის მიერ სასწავლო კურსების განთავსება სარეალიზაციოდ არის დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შეთავაზება (ოფერტი). კომპანია სტუდენტის მიმართ ოფერტის გაკეთებით იღებს ვალდებულებას ამ ოფერტზე სტუდენტის თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში
    მზადაა შეასრულოს დისტანციური ნასყიდობის დებულებებითა და პირობებით, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი ვალდებულებები და გაყიდოს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტი იმ ფასით, რაც მითითებულია კომპანიის პლატფორმაზე.

    8.3. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა კომპანიის მიერ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებას (ოფერტს) სტუდენტი დაეთანხმება (აქცეპტი) და ამ დროიდან მხარეები ავტომატურად შებოჭილი არიან მათ მიერ
    დისტანციურად ელექტრონული ფორმით გამოვლენილი ნებით.

    8.4. მხარეებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება წესებისა და პირობების, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ის ვერსია, რომელიც მოქმედებს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს. 
     

    8.5. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

    8.6. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმების ყველა შესაბამისი წესი და პირობა, რაც არ არის მოწესრიგებული დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმებით.

    8.7. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება მოხდება კომპანიის მიერ გენერირებული ინვოისის გადახდის საფუძველზე.

    8.8. ინვოისში მითითებული თანხის გადახდით და სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ სტუდენტი შეწყვეტს სასწავლო კურსს და მოთხოვნას საფასურის დაბრუნებაზე წარმოადგენს, სწავლის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღეს, რა დროსაც ანაზღაურდება გადახდილი საფასურის 50%.

    8.9. სტუდენტი ასევე უფლებამოსილია სასწავლო კურსის გადახადი გაადანაწილოს რამდენიმე თვეზე. გადანაწილების უფლების გამოყენებისას, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი 1 (ერთი) სამუშაო დღით დააგვიანებს თანხის ანაზღაურებას, კომპანია უფლებამოსილია ავტომატურად შეწყვიტოს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. ამასთან, სტუდენტის მიერ უკვე გადახდილი ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ექვემდებარება სტუდენტისათვის დაბრუნებას და კომპანია იტოვებს უფლებას, სტუდენტის მიერ კურსის სასწავლო პროცესის დაწყებიდან 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კურსის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში, დამატებით სტუდენტს დააკისროს გაუქმების საფასური - დარჩენილი გადასახდელი საფასურის 50%.

  • 9.1. კომპანიას აქვს უფლებამოსილება ნებისმიერ დროს შეცვალოს, შექმნას, შეზღუდოს ან გააუქმოს კომპანიის პლატფორმის კონტენტი ან მისი ნაწილი. მათ შორის, აღნიშნული გულისხმობს სასწავლო კურსის შინაარსის, მიმდინარეობის კურსისა და სხვა ცვლილებების განხორციელებას.

    9.2. კომპანია ცდილობს უზრუნველყოს სტუდენტისათვის ზუსტი, სრული და განახლებული კონტენტის მოწოდება, თუმცა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ან დაპირებას აღნიშნულთან დაკავშირებით.

    9.3. კომპანია ეცდება უზრუნველყოს, რომ კომპანიის პლატფორმა თავისუფალი იყოს ვირუსებისა და სხვა მავნე ან ნებისმიერი საზიანო კონტენტისაგან, თუმცა, არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, რომ კომპანიის პლატფორმით სარგებლობა არ გამოიწვევს სტუდენტის კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური მოწყობილობის დაზიანებას ან მონაცემთა დაკარგვას.

    9.4. კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც სტუდენტს ან სხვა პირებს შეიძლება მიადგეთ კომპანიის პლატფორმაზე წვდომისას ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო კონტენტის მიზეზის შედეგად.

    9.5. კომპანიის პლატფორმის კონტენტი, მათ შორის, კომპანიის პლატფორმის დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ძირითადი პროგრამული კოდები, წარმოადგენს კომპანიის ან შესაბამისი პროდუქტის ან/და ქონების მწარმოებლის/მომწოდებლის საკუთრებას და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

  • 10.1. კომპანიის პლატფორმის საშუალებით შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული სხვა მესამე პირთა ვებგვერდები, კონტენტები, პროდუქტები ან/და მომსახურება ბმულების (ტექსტუალური ბმულები, ბანერები, არხები და ა.შ), აპლიკაციების ან სხვა ფორმით, რომლებიც ამყარებენ კავშირს მესამე პირთა ვებგვერდებთან, აპლიკაციებთან ან/და პროგრამულ უზრუნველყოფებთან.

    10.2. სტუდენტი მესამე პირთა ინფორმაციით ან/და ბმულით სარგებლობს და იყენებს მხოლოდ საკუთარი რისკით და კომპანია არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე პირთა ინფორმაციის ან/და ვებგვერდების შინაარსის, სიზუსტის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობასთან
    მიმართებით, მათ შორის, რაიმე სახის პასუხისმგებლობას კომპანიის პლატფორმასთან დაკავშირებული სხვა მესამე პირთა ვებგვერდების კონტენტზე და იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას სტუდენტს ან სხვა მესამე პირს მათი სარგებლობის შემთხვევაში.

    10.3. კომპანიის გარდა სხვა ნებისმიერი პირის მიერ, კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ან კომპანიის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე და ამ ინფორმაციასთან მიმართებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა კომპანიას, არამედ ინდივიდუალურად და პერსონალურად მხოლოდ შესაბამის პირს.

    10.4. წესები და პირობები, სხვა საკითხების რეგულირებასთან ერთად არეგულირებს კომპანიის პლატფორმაზე ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვებგვერდზე, აპლიკაციაში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, კომპანიის ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე სტუდენტის მხრიდან განცხადების, კომენტარის, შეფასების, მიმოხილვის, შენიშვნების ან სხვა ინფორმაციის განთავსების პირობებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

  • 11.1. წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    11.2. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და წესებითა და პირობებით დადგენილი წესით.

    11.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სტუდენტის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, სტუდენტის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან.

    11.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც ხდება გადამისამართება კომპანიის პლატფორმიდან. 

    11.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია კომპანიის პლატფორმის სარგებლობის შეუძლებლობით, კომპანიის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვით ან შეწყვეტით.

    11.6. კომპანია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას კომპანიის პლატფორმის მომსახურებასთან, პროდუქტთან ან/და მის ხარისხთან დაკავშირებით, გარდა იმის რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

    11.7. კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს სტუდენტის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე. 

    11.8. კომპანია იყენებს ყველა გონივრულ ზომას სტუდენტთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუმცა ამის მიუხედავად არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებზე, როცა მესამე პირები არამართლზომიერად ახორციელებენ სხვა სტუდენტთა მონაცემებზე არასანქცირებული წვდომას.

  • 12.1. წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    12.2. წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

    12.3. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.

    12.4. დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, დავასთან დაკავშირებული მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია კომპანიისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N13თ.

  • 13.1. არც ერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი დარღვევისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალის) გარემოებების გამო პირდაპირი და უშუალო ზემოქმედებით.

    13.2. წესებისა და პირობების მიზნებისათვის ფორს-მაჟორულ გარემოებებად (დაუძლეველი ძალის გარემობებად) მიიჩნევა წესებითა და პირობების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი მხარეებისათვის გადაულახავი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი ისეთი გარემოებები, როგორიცაა: კომპანიის ტექნიკური სისტემების გათიშვა, კომპანიის პლატფორმის საშუალებით მონაცემთა გადაცემის შეუძლებლობა ან გაუმართაობა, საკომუნიკაციო ტერმინალების ან სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გაუმართაობა, ელექტროენერგიის ან/და ინტერნეტსერვისის მიწოდების შეწყვეტა, GPRS-ის გათიშვა, კომპანიის პლატფორმაზე განხორციელებული კიბერ შეტევა, კომპანიის პლატფორმის განახლებები, კომპანიის კონტრაქტორი მესამე მხარის გაუმართაობა ან ლოგისტიკის/საქმიანი ოპერაციების შეჩერება ან შეწყვეტა, სტიქიური უბედურებანი, ომი და საომარი მოქმედებანი, მთავრობის, სახელმწიფო, ადგილობრივი ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები, პანდემიის ან/და ეპიდემიის გავრცელება ან სხვა მსგავსი გარემოებები.

    13.3. მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელია წესებისა და პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორულ გარემოებების წარმოშობისა და მისი აღმოფხვრის თაობაზე გონივრულ ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.

    13.4. მხარეების მიერ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე.

  • 14.1. მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციის ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით, სტუდენტსა და კომპანიის შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ კომპანიის პლატფორმაზე დაფიქსირებული ან/და კომპანიისათვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილებისა ან/და მოკლე ტექსტური
    შეტყობინებების გაგზავნის გზით. თუმცა, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს სტუდენტის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, სტუდენტისათვის კომპანიის პლატფორმაზე “push” შეტყობინებების მიწოდება, სტუდენტის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა
    და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომელთა გამოყენებასაც ეთანხმება სტუდენტი.

    14.2. სტუდენტსა და კომპანიის შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.

  • 15.1. სტუდენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს მისი ანგარიში კომპანიის პლატფორმაზე. ანგარიშის გაუქმებისათვის სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

    15.2. ანგარიშის გაუქმებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს კომპანიის მიერ მითითებული იდენტიფიცირების პროცედურა და დაადასტუროს მის მიერ ამ ანგარიშის ფლობა.

    15.3. კომპანია უფლებამოსილია სტუდენტს ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს კომპანიის პლატფორმით ან/და მომსახურებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
    მოთხოვნები.

    15.4. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გააუქმებს სტუდენტის ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას იმ მიზეზით, რომ სტუდენტმა დაარღვია წესები და პირობები ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

  • 16.1. კომპანიის პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება მოქმედებს უვადოდ.

    16.2. წესებსა და პირობებში აღნიშნული მუხლის სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ განსაზღვრავს ან/და ახდენს ზეგავლენას მუხლის შინაარსზე, განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

    16.3. თუ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი ან დებულება რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული ნაწილი ან დებულება აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესებისა და პირობების სხვა დანარჩენი ნაწილების/დებულებების
    ნამდვილობაზე.

    16.4. სტუდენტი, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

    16.5. კომპანია უფლებამოსილია წესებითა და პირობებით განსაზღვრული მისი ყველა უფლება და ვალდებულება გადასცეს ნებისმიერ პირს, სტუდენტის წერილობითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს მესამე პირი უზრუნველყოფს სტუდენტის მიმართ იგივე ხარისხის ან უკეთესი გარანტიების გაცემასა და პასუხისმგებლობის აღებას.

    16.6. წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან ანაზღაურების საშუალების გამოყენებაზე კომპანიის მიერ თავის შეკავება ან გადავადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ამ უფლებაზე ან ანაზღაურებაზე უარის თქმად და აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შემდგომში კომპანიის მიერ ამ უფლების გამოყენებაზე ან ანაზღაურების მიღებაზე.