რატომ სქილვილი?
ჩვენი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სქილვილი (Skillwill) არის პირველი და ყველაზე მასშტაბური ციფრული განათლების ჰაბი საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად ავითარებს განათლების სფეროს და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს. ჩვენი მისიაა, ტექნოლოგიური განათლების მეშვეობით დავეხმაროთ ადამიანებს კარიერული მიზნების მიღწევასა და ციფრული სფეროს გაძლიერებაში.
ვინ ვართ ჩვენ?
სქილვილი დაარსდა იმისათვის, რომ ცოდნის ხელმისაწვდომობა იყოს რეალური და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი. 2024 წელს სქილვილი გახდა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პირველი ონლაინ სასწავლო დაწესებულება, რაც ადასტურებს ჩვენს ხარისხსა და სანდოობას.
რას ვაკეთებთ?
ამასთან, კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ სერტიფიკატებს, რომლებიც აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპული უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტოს (EAHEA) მიერ. ჩვენი სასწავლო პროგრამები, ასევე, დამტკიცებულია საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, რაც მათ სანდოობას ზრდის საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ჩვენი ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე პროგრამები და სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, განვითარდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
პროფესიული ცოდნა
პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების სწავლებას თანამედროვე მეთოდებით.
პრაქტიკული სწავლება
რეალური პროექტებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ბაზრისთვის მზადყოფნას მუშაობის პირველივე დღიდან.
კარიერული ზრუნვა
ე.წ „რბილი უნარების“ ტრენინგები, რეზიუმეს/პორტფოლიოს მომზადება და დასაქმების აქტიური მხარდაჭერა.
ნეთვორქინგი
რეგულარული შეხვედრები და ღონისძიებები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან, რაც სტუდენტებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებსა და პარტნიორობის გზებს.
ჩვენი ფასეულობები
გვჯერა, რომ ციფრული განათლება პროგრესის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიწოდება, არამედ ტექნოლოგიურ სფეროში მეტი პროფესიონალის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას.
გიორგი მარიამიძე, სქილვილის CEO
რატომ სქილვილი?
ჩვენი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ხარისხი
ჩვენი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
კარიერული მხარდაჭერა
დასაქმების ყველა ეტაპზე თქვენ გვერდით ვართ.
ინოვაცია
ჩვენი ინოვაციური კურსები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების უახლესი მიმართულებები, დაგეხმარებათ, განაგრძოთ კარიერული წინსვლა და იყოთ კონკურენტუნარიანები.
საზოგადოება
ჩვენ ვქმნით ქსელს, რომელიც სტუდენტებს აერთიანებს იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად
გახდი პროგრესის ნაწილი
დაეუფლე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება და გახდი წარმატებული პროფესიონალი ტექნოლოგიების სამყაროში.