პროგრამირება 0-დან
პროგრამირება 0-დან კურსის არჩევის შემთხვევაში, ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე, შენ შეისწავლი პროგრამირებისა და ვებ-დეველოპმენტის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს
დამწყები
83 შეხვედრა
7 თვე
125 საათი
რას შეისწავლი?
პროგრამირება 0-დან კურსის არჩევის შემთხვევაში, ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე, შენ შეისწავლი პროგრამირებისა და ვებ-დეველოპმენტის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. შეძლებ შექმნა მარტივი და საშუალო სირთულის დინამიური და ინტერაქტიური ვებგვერდი WordPress-ის პერსონალური თემებისა და დანამატების HTML, CSS და PHP-ის გამოყენებით.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ მაღალანაზღაურებად პროფესიას 0-დან საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე;
სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის ვისაც შეხება აქვს ციფრულ პროდუქტებთან;
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები გამოიყენო იმაში, რაც მართლა გამოადგება - რეალურ პროექტებში, ციფრული პროფესიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, კარიერის დაწყებაში უმცროს PHP/WordPress-ის დეველოპერად, ვებ გვერდის მხარდამჭერ სპეციალისტად, ან ფრილანსერად.
პრერეკვიზიტები:
კურსის გავლა შესაძლებელია ყოველგვარი საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ საერთაშორისო სერტიფიკატს.